2025 წლის 6 თვეში თბილისში სამშენებლო ნებართვა გაიცა 697 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, ევროპაში მოგზაურობისას ინტერნეტით სარგებლობის გამარტივებისთვის, მომხმარებლებს სთავაზობს განახლებულ პირობებს როუმინგზე.
ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კითხვას.
2025 წლის ივნისში, დიდი დიღომი (715 ბინა) და საბურთალო (474 ბინა) თბილისის უბნებს შორის გაყიდული ბინების რაოდენობით ლიდერობას ინარჩუნებს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, ზღვისუბნის პარკში გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უკრაინის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან. სტიქიის გამო ქალაქ ლვოვში საფრთხის მაქსიმალური, მესამე დონე გამოცხადდა.
„კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებაზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს,“ - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ათწლიან მაქსიმუმზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ ბოლო ერთ წელში 7.6%-ით არის გაზრდილი.
აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.