საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კონსტანტინე ქვაჩაკიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით მან მთავრობას უკვე მიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.
საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს. კერძოდ, რკინიგზის ინფორმაციით, 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება.
პარლამენტმა 82 ხმით ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.
აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე აპირებს, რის შედეგადაც, ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის შეჩერება გაუმარტივდება.
აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აფხაზეთში მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც რუსეთის პასპორტი აქვთ, რუსული მართვის მოწმობების გაცემა გამარტივებული პროცედურის შესაბამისად დაიწყო.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა.