ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. როგორც BBC წერს, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის რამდენიმეთვიანი ჩიხი დასრულდა.
„საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა.
რევაზ სოხაძე გურიის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რეგიონში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების, წყალმომარაგებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნათია სვანიძე.
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „საქკაბელის“ პროდუქციამ კიდევ ერთი საერთაშორიო აღიარება მოიპოვა.
ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ზოგან გაწვიმდეს, შესაძლებელია ასევე ელჭექი და სეტყვაც.