ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სასწავლო პროექტის „Eco2Wine” ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტს, კაპუცინ დენტრეიგესს (Capucine Dentraygues) უმასპინძლა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა „დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
აშშ-ში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაეროს ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსამდე მოიმატოს.
რუსეთის სამოქალაქო სექტორები ეკონომიკის „მართვად გაგრილებას“ სულ უფრო მეტად გრძნობენ: ქვეყნის სამოქალაქო ეკონომიკა ზედიზედ მეხუთე თვეა, ეცემა.
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერმა თავისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა.
ეს არის ღირსების საკითხი! არ ვაპირებ მივწერო ადამიანს, რომელზე უკეთესი პრეზიდენტიც ვიქნებოდი მესამე კლასში და არც ვიცი, წაიკითხავს თუ არა, - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.