სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ტურისტი ეწვია, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, რომ ვიზაზე შეიძლება სამშობლო გაცვალო, ყველაფერს თმობს ქართველი, არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საუბრისას „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა საპროტესტო აქციებზე დაკავებულებზე საუბრისას.
საქართველოს ფინანსური სექტორი კარგ მდგომარეობაშია, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია ნათქვამი.
ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა იწყება.
„მაგთი“ 1-ლი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის.
საბერძნეთის ხელისუფლებამ დღის ყველაზე ცხელ საათებში გარკვეული სახის სამუშაოს შესრულება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Express ავრცელებს.
მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონება I კვარტალთან შედარებით 1%-ით გაიაფდა, გასული წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 5.4%-ით გაძვირდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.