საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფორმაცია თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია.
„თელასის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.
გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის კომერციული გაზის ფასების ზრდა მოხდეს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოხდება, რაც ბიუჯეტშიც აისახება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას „კრიზისს ვერ დაარქმევდა“.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 PCR ტესტით.