პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ორსულებს მოუწოდებს, სეზონური გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან, რადგან მისივე თქმით, გრიპის ვირუსი ორსულებისთვის გაცილებით საშიშია, ვიდრე covid-19.
დადებითობის მაჩვენებელი არის 11% და მეტი, როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები დამტკიცებულია. კანონპროექტი, რომლის ინიციატორები დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი არიან, ცალკეული კატეგორიის გადასახადების გადახდის გადავადებას ითვალისწინებს.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა.
The Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.
“არსი” მოქალაქეებს “ერთდღიან სამუშაოებზე” დასაქმებას სთავაზობს. ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა დაპოსტა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, რძის ნაწარმი 11%-ით, პური და პურპროდუქტები 7%-ით, თევზეული კი 8.8%-ით გაძვირდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.