celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საზოგადოებას შაბათ-კვირას განხორციელებული ბიზნესსუბიექტების მონიტორინგის შედეგები გააცნო და კერძო სექტორს, რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 
„2020 წლის 26-27 დეკემბერს სულ განხორციელდა 2 779 აქტივობა. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია თბილისში, ქუთაისში, იმერეთში და ზოგადად აჭარის რეგიონში. შემოწმდა 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია და მასში არსებული 1 791 ობიექტი. მონიტორინგით დადასტურდა, რომ 20 ობიექტი, რომელიც პროტოკოლით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად სრულად შემოწმდა აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. 843 ობიექტზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. 69 ობიექტის გადამოწმებისას დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით ახორციელებდნენ და სამწუხაროდ, დაჯარიმდა 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის.
 
ზოგად ტენდენციას რომ დავაკვირდეთ, ის ობიექტები, რომელთაც მუშაობის უფლება მიეცათ, იცავენ რეკომენდაციებს, მოქალაქეების მხრიდანაც ფიქსირდება დადებითი დინამიკა. 2 შემთხვევა, რომელიც ვახსენე, მოხდა გუშინ, როდესაც საკმაოდ მასშტაბური სოციალური ღონისძიება დაფიქსირდა. შევახსენებ ბიზნეს სექტორს, მესმის, რომ რთულია შეზღუდვებით მუშაობა თუმცა ეს არის ეპიდსიტუაცია, რომლის ფარგლებში ჩვენ დღეს გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა ფერაძემ.
 
მან შეზღუდვების ამოქმედებიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგებიც წარადგინა:
 
„2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ერთთვიანი შეჯამება რომ გავაკეთოთ, ეს არის 37 095 განხორციელებული აქტივობა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდდა 24 337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო, საქმიანობა შეუჩერდათ 6 000-ზე მეტ ობიექტს, ეს იყო პირველი დღეები, როდესაც წერტილოვანი შეზღუდვების 28 ნოემბერს იქნა დაწესებული და ჯამში, დაჯარიმებულია 36 ობიექტი. გადამოწმება განხორციელდა 5 844 ობიექტზე და დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ პროტოკოლით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
1543