celsiusi
ავერსი შნაიდერი
“ფორსმაჟორული სიტუაციის აღიარებასთან დაკავშირებით, მთავრობასთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს", - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ დღეს, “საქმიან დილაში” განაცხადა.
 
როგორც ზაქარაძემ განმარტა, “ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნოტამით არის დაკეტილი”.
 
“ჩვენ ამ ნოტამის ამოწურვას ველოდებით, ანუ იმ პერიოდს, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სრული დატვირთვით გაიხსნება და ეს მოლაპარაკება, რომელიც ფორსმაჟორული სიტუაციის აღიარებასთან დაკავშირებით მთავრობასთან მარტში დაიწყო, მაშინ დასრულდება, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება", - განმარტა ზაქარაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს მთავრობისგან 7-თვიანი პერიოდის ფორსმაჟორად აღიარება რამდენიმე თვის წინ ითხოვა. საუბარია, იმ თვეებზე, როდესაც აეროპორტები, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო.
2277