რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში სრული "ლოქდაუნი" გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება.
კითხვაზე იგეგმება თუ არა შეზღუდვების გამკაცრება და შეეხება თუ - არა ის დღეს მოქმედ ბიზნეს-საქმიანობებს, მათ შორის სალონებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ასეთი რამ არ განიხილება.
„შემიძლია გითხრათ, რომ სალონების დაკეტვა არ იგეგმება, მაგრამ ვხედავთ, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა უკვე პოზიტიური შედეგები გამოიღო. მართალია, გარდაცვალების შემთხვევები ჯერ კიდევ მაღალია, რადგან დამძიმებული პაციენტი გვყავს ბევრი, მაგრამ ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს და ეს სწორედ შეზღუდვებს უკავშირდება. სავაჭრო ობიექტებმა გამოიჩინეს მაღალი დისციპლინა, დაცულია წესები, რიგები კონტროლდება, პირბადეს ატარებენ ადამიანები და ა.შ. ამ ყველაფერმა დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენ ვიმსჯელებთ და ჩამოვაყალიბებთ, რა იქნება 3 იანვრის შემდეგ. ამ ეტაპზე სალონების დაკეტვაზე მსჯელობა არ მიდის“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბრიდან დაშვებული ბიზნეს საქმიანობები 3 იანვრიდან კვლავ იზღუდება.