პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს.
მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანი მოიცვა.
"განსხვავებული ალილოა, იმიტომ, რომ წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. მანქანებით მაინც ვახერხებთ, რომ დავლოცოთ, ვაკურთოთ ნაკურთხი წყლით ქუჩები, ასევე გვაქვს საგალობლები. გვსურს მივულოცოთ მოსახლეობას. მსვლელობას რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ, თბილისის ყველა კუთხეს მოვივლით ისანი-სამგორის მხარეს, შემდეგ ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევს. აქვე იქნება კარავი, სადაც ვისაც ექნება სურვილი, რომ შეწიროს, შევაგროვებთ და მერე გავანაწილებთ ბავშვებისთვის, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, ციხეებში",-აღნიშნა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა.