celsiusi
ავერსი საქკაბელი
ეკონომიკის სამინისტროში 14:00 საათზე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურანავა სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წამომადგენლებს შეხვდება.
 
საქმე იმაშია, რომ არასასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დარგი მინისტრთან შეხვედრას მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ითხოვს, თუმცა როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემების გამო ეს შეხვედრა დღემდე ვერ შედგა.
 
სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები 28 ნოემბრიდან დღემდე  გამართულ ბრიფინგებზე აცხადებდნენ, რომ შეზღუდვების გამო მათი ზარალი მილიარდამდე გაიზრდებოდა, ხოლო ამის შემდეგ ისინი სექტორში დასაქმებულ ათი ათასობით ადამიანს ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ.
 
3 დეკემბრის პრესკონფერენციაზე სავაჭრო ცენტრებმა მთავრობას გახსნა 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე 15 დეკემბერს სთხოვეს იმისთვის, რომ მათ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით მომხამრებელთა ნაკადების მართვა შესძლებოდათ.
 
გუშინ, 17 დეკებერს კი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან შეხვედრაზე მოისმენენ როგორ ხედავენ რიგების მართვის საკითხს და ამის შემდეგ მიიღებენ გახსნის გადაწყვეტილებას.
 
„ჩვენ ვნახეთ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის შემთხვევაში რთულდება ეპიდემილოგიური ვითარება და რეკომენდაციების შესრულება. მოვუსმენთ, როგორ მოახერხებენ ამ ყველაფრის გაკონტროლებას“, - განაცხადა თურნავამ.
1543