ყველას ვთხოვთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს, - ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.
კომპანია “ასტრაზენეკა” აცხადებს, რომ მონაცემების განხილვის შედეგად, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა.
2020 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა და 480.4 ათასით განისაზღვრა, - ამის შესახებ “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული.
“ასტრაზენეკა” აღარ გამოიყენება გერმანიაში. პოლ ერლიხის ინსტიტუტის (PEI) ამჟამინდელი რეკომენდაციის თანახმად, გერმანიის მთავრობამ შეაჩერა ვაქცინაცია სიფრთხილისთვის.
თბილისში 1-ელი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.
„თიბისი კაპიტალი“ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან, 2022 წელს კი 7.5%-იან ზრდას ელოდება, რაც ტურიზმის სექტორის თითქმის სრული აღდგენით გახდება შესაძლებელი,- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს ეკონომიკის აღდგენას შეეხება.
სოფო ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. შესაბამისი ჩანაწერი უკვე გაჩნდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან კომპანიის ამონაწერში.