2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკვე ყოფილი პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ ცესკოდან ოფიციალურად წავიდა, თან პირადი გადაწყვეტილებით.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბლექ სი გრუპი“ მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.