ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის დაკავებასა და მკურნალობას. მათ შორის, გავეცანით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა დაიცვას სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა;
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უმკურნალონ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ეს არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რათა დაიცვას იგი ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვას ჯანმრთელობის შესახებ პირადი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, - განაცხადა ნედ პრაისმა.