დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, სოფელ ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე (ცენტრალურ მაგისტრალამდე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმს მასპინძლობს, რომლის მთავარ თემას საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტი როლის წარმოჩენა წარმოადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 13 ივლისის ჩათვლით, კოკა რამიშვილის გამოფენას სახელწოდებით „პლატფორმა მოვლენისთვის” მასპინძლობს.
თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ,,Seoul International Wine and Spirits Expo 2024“ მონაწილეობს.
"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora 2024“-ის დაჯილდოების ფარგლებში, წლის გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს.