
დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! - სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილ სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

მსოფლიო ლიდერები ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მთხოვენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის ეროვნული რესპუბლიკური კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.