
თბილისში, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის სამმხრივი შეხვედრა, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„112“-სა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა, რომლებიც აცხადებენ, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი,- ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეჩერდა.

აზიის განვითარების ბანკი „ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურისა და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს დაეხმარება შექმნას ქვეყანაში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური და შეისწავლოს მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობები. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში, ი/მ გიორგი ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Tokyo ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილეობდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 83.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოვა. მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა გაზრდილი.

გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ არ გამკვირვებია მისი საუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.