gorgia
ავერსი legi

საქსტატის პუბლიკაციით, 2025 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 27 მლრდ. 980.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4% შეადგინა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის III კვარტალში 4.7%-ით განისაზღვრა.

მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%), განათლება (20.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3%).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15%) და დამმუშავებელი მრეწველობა (9.4%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.8%), მშენებლობა (8.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), სახელმწიფო მმართველობა (6%), განათლება (5.4%).

66