
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთისა და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება მიმდინარეობს.

ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსებს რუსეთში ან ბელარუსში ჩასვლის გამო ეს ნებართვა გაუუქმდებათ.

უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, გადატვირთული მოძრაობაა გზებზე, განსაკუთრებით კი, დასავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე.

პოლონეთი „ოპოზიციის რეპრესიებისთვის“ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.

პოლონეთი „ოპოზიციის რეპრესიებისთვის“ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.

ჩვენი მიზანია, შევთავაზოთ მოსწავლეებს მრავალფეროვანი არჩევანი და, ქართული ენის ცოდნის გაძლიერების პარალელურად, ხელი შევუწყოთ მოზარდებში, სულ მცირე, ორ უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებას, – ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სკოლებში ჩინური ენის სწავლებას ეხება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეხვდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები განიხილეს.

ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, სკოლებში, დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება.