იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა, ათობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როგორც Reuters წერს, ნავი იემენის სამხრეთ აბიანის პროვინციასთან ახლოს, არაბეთის ზღვაში ჩაიძირა.
დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორიდან 300 ბავშვის ევაკუაციას განახორციელებს. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი გზავნილები ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.
2025 წლის ივნისში, ქართული საქონლის ექსპორტი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა.
სტატისტიკა შემაშფოთებელია: ევროკავშირში ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ვიცავთ ამ პროპაგანდისგან,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა
ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
2025 წელი კომპანია Global Distribution-ისთვის საიუბილეო წელია. კომპანიას საქართველოს ბაზარზე ყოფნის 10 წლიან იუბილეს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საოჯახო ტექნიკის დისტრიბუციის სფეროში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია - წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა, წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა.