gorgia
ავერსი legi

თანამედროვე არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მინის გამოყენებას, როგორც ფუნქციურ, ისე ესთეტიკურ ელემენტს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმთან" საუბრისას კომპანია LGG BR-ში განგვიმარტეს, პრემიუმ კლასის მინის მონტაჟისა და მინის კონსტრუქციების კომპანია LGG BR, სწორედ ამ მიმართულებით ქმნის მაღალ სტანდარტს , რომელიც ხარისხის, სიზუსტისა და ინოვაციის სინთეზს სთავაზობს ქართულ ბაზარს.


LGG BR წარმოადგენს LGG ჯგუფის ნაწილს კომპანიების ჯგუფს, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია მინის წარმოებისა და რეალიზაციის სფეროში სანდო სახელით ოპერირებს საქართველოში და ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მრავალწლიანი გამოცდილება და სტაბილური განვითარება LGG ჯგუფს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მოთამაშედ აქცევს, ხოლო LGG BR ამ გამოცდილებას თანამედროვე მინის კონსტრუქციების მიმართულებით აგრძელებს.

 

WhatsApp Image 2026 01 21 at 09.10.57

მათივე თქმით, LGG BR-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სრული ვერტიკალური ინტეგრაციაა. კომპანიის ფარგლებში ხორციელდება პროდუქტის შექმნის სრული ციკლი მინის დამზადებიდან საბოლოო მონტაჟამდე.

LGG BR-ს აქვს საკუთარი მინის საწარმო, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ კონტროლს, წარმოებისა და მონტაჟის ვადების სიზუსტეს და თითოეული პროექტის მაღალ სტანდარტზე შესრულებას. სწორედ საკუთარი საწარმო განსაზღვრავს იმ სტაბილურობასა და საიმედოობას, რასაც მომხმარებელი LGG BR-თან თანამშრომლობისას იღებს.

ვერტიკალური ინტეგრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლია LGG Shop კომპანიის საცალო სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს პროფესიონალური კონსულტაცია, შეარჩიოს მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქცია და უშუალოდ მწარმოებლისგან შეიძინოს როგორც მინა, ისე მაღალი ხარისხის ფურნიტურა. საწარმოსა და მაღაზიის ერთიანობა LGG BR-ს აქცევს კომპანიად, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ, ერთიან და გამჭვირვალე მომსახურებას.

5165151515165161651305156515061511

LGG BR სპეციალიზდება მინის სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციის დამზადებასა და მონტაჟში. კომპანიის პორტფელი მოიცავს მინის საშხაპე კაბინებს, შიდა და გარე მინის მოაჯირებს, მინის სლაიდურ ვიტრაჟებს, გადახურვებს, მინისა და სენსორულ კარებებს. თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მუშავდება და სრულად მორგებულია სივრცის არქიტექტურულ, ფუნქციურ და დიზაინერულ კონცეფციას.

კომპანია მუშაობს მხოლოდ სერტიფიცირებულ, მაღალი ხარისხის მასალებით. წარმოებაში გამოიყენება ნაწრთობი და ლამინირებული მინა სხვადასხვა სისქით, დეკორატიული მინა, ასევე აბაზანისთვის სპეციალურად განკუთვნილი ფრანგული წარმოების მინა. ეს უზრუნველყოფს კონსტრუქციების უსაფრთხოებას, გამძლეობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული პროექტებისთვის.

LGG BR მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს ზუსტ აზომვასა და პროფესიონალურ კონსულტაციას, პროდუქციის ტრანსპორტირებას და კვალიფიციურ მონტაჟს.

WhatsApp Image 2026 01 21 at 09.10.46

„ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მომხმარებელმა მიიღოს არა უბრალოდ მინის კონსტრუქცია, არამედ სრულად გააზრებული, უსაფრთხო და ესთეტიკურად დახვეწილი გადაწყვეტა. ვერტიკალური ინტეგრაცია გვაძლევს საშუალებას, თითოეულ დეტალზე თავად ვიყოთ პასუხისმგებლები - წარმოებიდან მონტაჟამდე,“ - აცხადებენ LGG BR-ში.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" კომპანიაში განუმარტეს, გამოცდილი სერვის გუნდი უზრუნველყოფს, რომ თითოეული ეტაპი შესრულდეს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და შეთანხმებულ ვადებში.

WhatsApp Image 2026 01 21 at 09.10.56

LGG BR-ის მისია სცდება მხოლოდ მინის კონსტრუქციების დამზადებას. კომპანიის მიზანია ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებიც აერთიანებს ფუნქციურობას, ესთეტიკას და თანამედროვე დიზაინს. მრავალწლიანი გამოცდილება, ვერტიკალური ინტეგრაცია და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა LGG BR-ს სანდო პარტნიორად აქცევს როგორც კერძო დამკვეთებისთვის, ისე დეველოპერებისა და ბიზნესპროექტებისთვის, რომლებიც თანამედროვე, უსაფრთხო და ვიზუალურად შთამბეჭდავი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან.

343