შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, ხოლო დაჭრილია კიდევ ხუთი პირი.
საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაუსდასტურა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს გამნაღმველებმაც და ტერიტორია უსაფრთხოა.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს და ამბობს, რომ პუტინი არის და იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პუტინი ცოცხალია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
ერთი რამ მინდა, ვახსენო, ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი – „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“, ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დავოსში სხვა ფრაზა გავიგე – „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება.
რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში, სერგეი ლავროვისთვის „ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ღამით ხანძარი გაჩნდა სომხეთში, გეგარკუნიკის ოლქში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. წინასწარი ცნობებით, დაღუპულია 15 სამხედრო, არიან დაშავებულებიც.
საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ კიკაბიძეს დღეს, 19 იანვარს, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან მოხდება.