კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 17 იანვარს თბილისში შუქი ისევ ჩაქრება.
ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს. კორონავირუსის მატებასთან დაკავშირებით შიშისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
USB კაბელების დამამზადებელი კომპანია "ტენე“ საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს არ ჩაყარონ საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი ნაგვის ურნაში, შეინახონ და ჩააბარონ, სანაცვლოდ კი მიიღონ ფასდაკლების ქულები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1438.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 133.2 პროცენტით – 305.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მონიტორინგის დაწყებას ადგილობრივი ფერმერების მომართვა დაედო საფუძვლად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4 441 316 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს.
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.
თბილისში დღეს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი) - აგარა - ხაშური - სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.