2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,516,634,479 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6 პროცენტით აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი), – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.
„თიბისი“ ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „თიბისი“ ბანკიდან აცნობეს.
ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონის ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.
ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის განცხადებით, უკრაინაში, კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ბუბა კიკაბიძის სახელი ეწოდება. ამის შესახებ სოსო აბზიანიძემ გადაცემა “შუადღე ლაივის” ეთერში განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა კი დირექტორის გარეშეა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 042.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 პროცენტით მეტია.
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო სასტუმრო "გორი ინნის" ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაუქმდა.