თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, ტაშკენტის, მაჭავარიანის, ამასუკელის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ანგია ბოჭორიშვილის, მემედ აბაშიძის და ნანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, 8 მარტის, ზანდუკელის, ბარნოვის, გურიის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სამგორი-2 დასახლების და ელენე გოგიელის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ვაგზლის, მარნეულის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ახმეტის, ივერიელის, გუთნის, თელეთის, ხახანაშვილის, კობარეთის, ზურაბიშვილის, აწყურის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, უბილავას, ნოსირის და კასპის ქუჩების მოსახლეობას.