მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 20 აგვისტოს 6.9-წლიანი 75 მლნ ლარის (27.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა.
ჯანდაცვის მინისტრმა, რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები, სექტორის წარმომადგენლებთან განიხილა.
რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას ტელეგრამ არხები: Baza, Mash და Astra ავრცელებენ.
ბოლო 12 წელია, გვაქვს უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, რაც არასდროს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, არცერთი მმართველის დროს არ მომხდარა საქართველოში, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჩვენ წინ გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნებს არაფრით ჩამოუვარდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
26 ოქტომბერს გავიდეთ არჩევნებზე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
დღეიდან ნადირობის სეზონი იხსნება. შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებს ნადირობა, 10 ლარიანი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, 24 აგვისტოდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე შეეძლებათ.
ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა, დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.