საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია კობახიძის მილოცვაში.