gorgia
ავერსი legi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.

„როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ეუთო-ს მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებში.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის პრინციპის დაცვის აუცილებლობას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დაესწრნენ.

72