

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 953.05 მლნ ლარით, ანუ 1.94%-ით გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 701.22 მლნ ლარით, 3.63%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, 0.64%-ით შემცირდა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა.

ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესების გაცნობას ისახავდა მიზნად.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალ წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება იზრდება 273 მლნ ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 952 მილიონ ლარს.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დევნილთა განსახლების ტემპის დაჩქარების მიზნით, გასული წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიწყო 7 ათას ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.