
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ.

2024 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესის გათვალისწინებით, სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალზე" (MBC) მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია გასცა.

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8400 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8500 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8746 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0252 ლარია

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში $1-ის ღირებულება უკვე გადასცდა 2.8 ლარს და 2 დეკემბრის 10:00 საათისთვის 2.81 ლარი ღირს.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.

თიბისი კაპიტალმა განაახლა მთავარი ეკონომისტის მიმოხილვა, რომელიც მიმდინარე კვირაში ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინებს უკავშირდება.

თურნავა - ვალდებული ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ და არ დავუშვათ ლარის გაუფასურება
ვალდებული ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტით მოვახდინოთ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია, ავარიდოთ ლარს მყისიერი გაუფასურება, - ამის შესახებ ათია თურნავამ განაცხადა.

უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ახალი პლატფორმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. სრულად განახლებული ფუნქციონალით, დიზაინითა და ფორმატით შექმნილი ვებგვერდი განახლებულ ინტერნეტ მაღაზიასაც მოიცავს.
