
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6752-დან 2.6558-მდე, ანუ 0.7%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.9215-დან 2.8675-მდე, 1.8%-ით გამყარდა.

თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 26.9%-ით დაიკლო და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 5.1%-ით 29.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

18 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და "სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. სებ-ის განცხადებას "ბიზნესთაიმი" უცვლელად გთავაზობთ.

2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი.

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183 511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმიურად ახორციელებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1,594 მლრდ დოლარი შეადგინა.

იანვარში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 40.8%-ით დაიკლო და 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5%-ით, 25.9 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა.