ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს.
საუბარია შემდეგ სავალუტოებზე, „საბა&ლუკა“, „ნ/ნ“, „მონი რეით“, „მაქსპრო“ და „ვალერიან ქარდავა“.
ამასთან, ეროვნული ბანკის განმარტავს, თუ რა მიზეზებით დაჯარიმდნენ აღნიშნული სავალუტოები. „ბიზნესპრესნიუსი“ ინფორმაციას სებ-ზე დაყრდნობით გთავაზობთ.
„საბა&ლუკა“ - ჯამში 13 000 ლარით დაჯარიმდა.
სებ-ის განცხადების მიხედვით, მიზეზები შემდეგია:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არ აქვს შიდა ინსტრუქცია, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენასა და პირების ავტომატურ გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ამასთან, პროგრამას არ გააჩნია იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტით (KYC) გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
„ნ/ნ“ - დაჯარიმდა ჯამში 40 000 ლარით.
ეროვნული ბანკის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი დაჯარიმდა შემდეგი მიზეზებით:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 2 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, სულ 14 000 ლარი;
იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 11 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 11 000 ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენასა და პირების ავტომატურ გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ამასთან, პროგრამას არ გააჩნია იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტით (KYC) გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
„მონი რეით“ - დაჯარიმდა 42 000 ლარით.
ეროვნული ბანკის განმარტება ასეთია:
იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 21 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 21 000 ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 4 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 8 000 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენასა და პირების ავტომატურ გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ამასთან, პროგრამას არ გააჩნია იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტით (KYC) გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
„მაქსპრო“ - ჯამში 596 000 ლარით დაჯარიმდა.
სებ-ის მიხედვით, ფულადი სანქციების მიზეზები ასეთია:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 2 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, სულ 14 000 ლარი;
იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 565 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 565 000 ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 4 000 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც
ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენასა და პირების ავტომატურ გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში. ამასთან, პროგრამას არ გააჩნია იცნობდე შენს კლიენტს სტანდარტით (KYC) გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალება, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
„ვალერიან ქარდავა“ - დაჯარიმდა სულ 85 000 ლარით.
ეროვნული ბანკი განმარტებით, მიზეზები ასეთია:
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 7 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 49 000 ლარი;
იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 20 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 20 000 ლარი;
კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;