global distribution
გარე ავეჯი

საქართველოს საპენსიო ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

30 სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 676 ათასი ადამიანია. ამასთან, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 23,784-მა პირმა, მათზე პენსიის სახით კი გაიცა 105.8 მილიონი ლარი.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 7.7 მილიარდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის სექტემბრის თვის შედეგებსაც აქვეყნებს.

„სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ.

დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, სექტემბერში 2.56%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.98% და 1.47%-იანი ზრდები დააფიქსირეს.

წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:

🔹 დინამიკური – 12.0%

🔹 დაბალანსებული – 10.3%

🔹 კონსერვატიული – 8.9%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.5%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.2% და 11.9%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა სექტემბრის ბოლოსთვის 7.7 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა“, – აღნიშნულია საპენსიო ფონდის მონაცემებში.

81