საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან პირველი შეხვედრა გამართეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.
სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრას სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, სახაზინო სამსახურის უფროსის მ.შ. დავით გამყრელიძე, ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია დაესწრნენ.