რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კალაჩ-ნა-დონიში ღამით აფეთქებების ხმები ისმოდა.
რუსეთმა კვირას ღამით უკრაინის წინააღმდეგ 16 საჰაერო სამიზნე გაუშვა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 მათგანი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება უარესდება ახლომდებარე ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის გამო.
გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
რუსეთის კურსკის ოლქში კიდევ ერთი რაიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. კურსკის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ბელოვსკის რაიონში არსებულ ვითარება კვლავაც დაძაბულია.
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. მედიის ცნობით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს ინფორმაციას.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიშს ეხმაურება.
რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.