
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინამ დღეს, რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არასდროს აღიარებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის დაბალი რანგის დელეგაცია გაგზავნა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ თურქეთში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილო პოდოლიაკმა გადაცემა The Breakfast Show-თან კომენტარში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ იქნება. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს ახლა აქვს საკმარისი ძალა და რესურსები უკრაინაში ომის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად.