პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის პიტსბურგის საველე ოფიცერმა, კევი როჯეკმა ცოტა ხნის წინ პენსილვანიის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს, საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას. ეს ჯერ კიდევ არის აქტიური დანაშაულის ადგილი“, – განაცხადა როჯეკმა.
მისივე თქმით, პირს, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა და მისი იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. ასევე, ჯერ უცნობია დანაშაულის მოტივი.
„ეფბიაის“ აგენტები, კრიმინალისტები და სხვა პერსონალი მთელი ქვეყნიდან გაგზავნილი არიან პენსილვანიაში.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.