janmedi
ავერსი ნემო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იორდანიის ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან შეხვედრისას ირანის მიერ ქვეყანაზე ბოლო დროს განხორციელებული დარტყმები დაგმო და მათ მიუღებელი უწოდა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ირანის რეჟიმის მიერ საზღვაო გადაზიდვებსა და რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები. სახელმწიფო მდივანმა დაგმო ეს თავდასხმები, მათ შორის ირანის მიერ იორდანიის ტერიტორიაზე მიუღებელი დარტყმები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ირანმა არაერთხელ მიიტანა იერიში იორდანიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. ირანის არმიამ განაცხადა, რომ სამშაბათს დრონებით დარტყმები განახორციელა იორდანიაში მდებარე ალ-აზრაკის საჰაერო ბაზაზე, სადაც აშშ-ის სამხედრო აქტივებია განთავსებული.

65