უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრისას განაცხადა, რომ ყოველი რუსი სამხედრო დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გასამართლდეს, ასევე, სავიზო შეზღუდვაა საჭირო რუსეთის მოქალაქეებისთვისაც.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა, ამის სესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იზიუმთან უკრაინელმა სამხედროებმა 300 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს. ვიდეო კადრები უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
ბაიდენის ადმინისტრაცია კერძო ამერიკული სამხედრო კომპანიებისგან შეიძენს, მნიშვნელოვნად განსხვავებულ შეიარაღებას, იმასთან შედარებით, რასაც უკრაინა ბოლო თვეების განმავლობაში იღებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პუტინს ომი შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
რუსული სამხედრო აგრესიის დროს, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად? – უკრაინაში, საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა.
უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.
36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა "აზოვსტალიდან" პოსტს აქვეყნებს და იქ არსებულ მდგომარეობას ჯოჯოხეთს უწოდებს:
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას "საფრთხეს უქმნის" - ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო მედია, РИА Новости ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "დასავლეთში ნაციზმის რეაბილიტირებას ცდილობენ".